ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ხეობის ახალგაზრდობის შეხვედრა დუისში

პანკისის ხეობის სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში საათზე მეტია, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხეობის ახალგაზრდების ერთ ნაწილთან შეხვედრას მართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის თემა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან  დაკავშირებული საკითხები და პანკისში ახალი ჰესების მშენებლობის მიმართ მოსახლეობის პროტესტია.

ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.

დეპუტატის ინიციატივით მიმდინარე შეხვედრა მედიისთვის დახურულია.