ადგილობრივი არჩევნები და ოპოზიციის ნაწილის გეგმები 

განსხვავებული საარჩევნო ნომრები და ერთმანეთის კანდიდატების მხარდაჭერა – ასეთია ოპოზიციის ნაწილის საარჩევნო სტრატეგია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დედაქალაქში მერობის, ვიცე მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ, როგორც ირკვევა, ამ სამი პარტიის წარმომადგენლებს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. უკვე ცნობილია, რომ „ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს“ არ სურს პარტნიორი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე მერის თანამდებობა დაიკავოს. მის ნაცვლად პარტიამ პრაიმერით ცოტნე კობერიძე შეარჩია. ერთიანობაზე შეთანხმებულ პარტიებში ერთმანეთის ხედვა რამდენიმე თემაზე, მათ შორის პანდემიის მართვის საკითხზე კატეგორიულად არ მოსწონთ, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი არჩევნებში გამარჯვებისთვის და დედაქალაქში კოალიციური მმართველობისთვის იბრძოლებენ.