ადგილობრივი არჩევნები 2021 – წინასაარჩევნო კამპანია

21:42, 21.09.2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღე რჩება.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ისინი ამომრჩევლებს მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აცნობენ და არსებული სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობენ. ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი