ადგილობრივი არჩევნები 2021 - წინასაარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებამდე რვა დღე რჩება.

საარჩევნო კანდიდატთა ნაწილი მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს. პოლიტიკოსები პოტენციურ ამომრჩეველს მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამას აცნობენ. სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ეს ის ძირითადი საკითხებია, რის მოგვარებასაც კანდიდატები მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებიან. ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი