ადგილობრივი არჩევნები 2021

წინასაარჩევნო სურათი რეგიონებში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები მომავალი მერისგან სანიაღვრე სისტემების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და რამდენიმე დასახლებაში სამედიცინო პუნქტების მოწყობას ითხოვენ. ცალკე პრობლემად სახელდება ქალაქ ზუგდიდში გაჭიანურებული მშენებლობები, ასევე სკოლების და ბაღების შენობების ნაწილში არსებული მძიმე მდგომარეობა.

მარიკა შალიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე მოგვიყვებიან, რა აწუხებთ ზუგდიდელებს ყველაზე მეტად და როგორია მათი საარჩევნო მოლოდინი.