ადგილობრივი არჩევნები 2021

წინასაარჩევნოდ რეგიონებიდან რეპორტაჟების ციკლს ფოთით განვაგრძობთ.

ქალაქის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწყობელი სანაპირო ზოლია. ცალკე გამოწვევაა ავარიული შენობები, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მომავალი მერისგან ფოთის მცხოვრებლები შიდა გზების მოწესრიგებას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასაც ელოდებიან.