ადგილობრივი არჩევნები 2021

16 დღე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქის მერს და საკრებულოების წევრებს აირჩევს. აქტიურად გრძელდება საარჩევნო კამპანია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან. ისინი პოტენციურ ამომრჩეველს პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას და საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს აცნობენ.