ადგილობრივი არჩევნები 2021

„მოამბე“ განაგრძობს რეპორტაჟების ციკლს რეგიონებიდან.

ამჯერად რუსთავში არსებულ სურათს გაჩვენებთ. ჩვენი გადამღები ჯგუფები ქალაქში არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ და გაარკვიეს, რა აწუხებთ ადგილობრივებს ყველაზე მეტად და რის მოგვარებას ითხოვენ მომავალი მერისგან. მთავარ გამოწვევად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა სახელდება. საკანონმდებლო ცვლილებების და რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, მოსახლეობა ქარხნების კონტროლს მაინც არასაკმარისად მიიჩნევს. მოქალაქეები ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას და გამწვანებითი სამუშაოების ჩატარებასაც ითხოვენ.