ადგილობრივების შეკრება პანკისის ხეობაში

ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივების შეკრება. ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან დიალოგს გამორიცხავენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ხეობაში მშვიდობა და სტაბილური ვითარება სურთ. კრების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ხეობის სახალხო კრების სახელით ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნონ.

სახალხო კრების წევრი, ხეობის თითო სოფლიდან ექვსი ადამიანი, სამი ხანდაზმული და სამი ახალგაზრდა იქნება. ხელისუფლებისადმი გასაგზავნი მიმართვის ტექსტის შედგენა და შემდგომ დიალოგში მონაწილეობა მათ დაევალებათ.

შეკრების ორგანიზატორის, თამაზ ბაღაკაშვილის განცხადებით, მიმართვის ტექსტს სახალხო კრების წევრები საზოგადოებას ხვალ ან ზეგ წარუდგენენ.