ადგილობრივ თვითმმართველობათა კონფერენცია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა. ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი 14 მუნიციპალური პროექტი დაჯილდოვდა. სპეციალური პრიზები გადაეცათ რუსთავის, ხაშურის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ბაღდათის, დმანისის, ზესტაფონის, ყაზბეგისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, ასევე მერიების თანამშრომლებს, რომლებმაც საკონკურსო განაცხადებზე იმუშავეს.

დღესვე, „ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი – ხარაგაული, ტყიბული, ახალციხე და ხელვაჩაური შეუერთდა.