ადენაუერის ფონდი საქართველოში მუშაობას წყვეტს
საქმიანობის დაწყებიდან 23 წლის შემდეგ კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში ფუნქციონირებას წყვეტს.
გერმანული ორგანიზაცია, რომელიც არაერთ ქვეყანაში ძირითადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, თბილისის ოფისის დახურვის მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს უკავშირებს. იგულისხმება გრანტების შესახებ კანონი, რომელიც ორგანიზაციებს დაფინანსების მიზნობრიობის დასაბუთებას ავალდებულებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების პირობებში, როგორც პოლიტიკურ ფონდს საქართველოში მისიის შესრულების შესაძლებლობა აღარ აქვთ. სწორედ ამ განცხადებას განიხილავს მმართველი პარტია ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ორგანიზაციების ჩარევის დადასტურებად. „ქართულ ოცნებაში“ იმასაც აცხადებენ, რომ პოლიტიკური შინაარსის პროექტების ნაცვლად ფონდს ალტერნატივა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. მმართველი გუნდი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით ხაზგასმით აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ფონდის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობა დაუშვებელია.