ადეიშვილი-ჭაკუას საქმე

ზურაბ ადეიშვილის და დავით ჭაკუას საქმეზე დეპუტატი გიორგი ლომია იკითხება. ის 2012 წელს პატიმრების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის თანამშრომელი იყო.

მოწმის განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძე მან საპყრობილეში გაიცნო და მისგან პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალა მიიღო. ლომიას განმარტებით, სწორედ მისი ირგანიზებით გადაიღო ე.წ წითელი პარასკევი და კარანტინის დაშლა მსჯავრდებულმა დათა აკობიამ. იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას ბრალად 2012 წლის არჩევნებამდე პატიმრების ცემის ორგანიზება ედებათ. ბრალდების მტკიცებით, ადეიშვილის დაკვეთით, წინა ხელისუფლება ცდილობდა, ციხეში პატიმრების ცემა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე გაევრცელებინა და „ქართული ოცნების“ დაკვეთად გაესაღებინა.