ადაპტირებული მიკროავტობუსი ქართველი პარასპორტსმენებისთვის

ჩინეთის საელჩოს საჩუქარი ქართველ პარასპორტსმენებს.

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ საზეიმო ღონისძებაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა. ღონისძიებას ტიტულოვანი ქართველი პარასპორტსმენები, საგარეო საქმეთა მინისტრი, დეპუტატები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.