ადამიანის უფლებები რუსეთში

ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოსკოვს საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ. ამჯერად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა ქვეყნდება, რომლის მიხედვით, ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებები ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთში ირღვევა.

სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2017 წელს აღიარებული დარღვევების მესამედი მოდის. მოქალაქეები ყველაზე ხშირად კრემლის მხრიდან თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. ამ სიტუაციის შეცვლის შანსი მოსახლეობას 18 მარტს კიდევ ერთი ექნება.

კვირას რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუმცა ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ მომავალი ექვსი წლის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინი იქნება.