ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონებში

მოთხოვნები, რომლებიც ჟენევაში უპასუხოდ დარჩა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მოხვდა.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ 60-გვერდიანი კვლევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან არსებულ უმძიმეს სიტუაციას აღწერს და რუსეთს კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ითხოვს, შეწყდეს მოქალაქეების დაკავებები და მოიხსნას ე.წ. სასაზღვრო ხაზთან დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას უმძიმეს პრობლემებს უქმნის.

კვლევის ავტორები მოსკოვს მოუწოდებენ, უზრუნველყოს დაკავებული მოქალაქეების წამების შესაძლო ფაქტების გამოძიება, შეამსუბუქოს ე.წ. სასაზღვრო ხაზზე არსებული გადაადგილების რეჟიმი და გააუქმოს შეზღუდვები.

ორგანიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის მისიის დაშვებასაც ითხოვს.

„ამნესტი ინტერნეიშენალს“ რეკომენდაციები აქვს საქართველოს მთავრობის მიმართაც.