ადამიანის უფლებები ჩეჩნეთში

გროზნოს დღეს და მის დაბადების დღეს ერთდროულად აღნიშნავენ. ის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავს. არის პუტინის მეგობარი. უყვარს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან დროის გატარება. იყო სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი. ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებები საერთოდ არ ირღვევა. თუმცა ინსტრაგრამსა და ფეისბუქში ანგარიშები მას სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზით  დაუბლოკეს.

მოქალაქეების გაუჩინარება, უკანონო დაკავებები, დევნა, მუქარები და წამება – ეს ის ბრალდებებია,  რომლებიც ჩეჩენთის ლიდერის, რამზან კადიროვის მისამართით ხშირად ისმის.

როგორია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ჩეჩნეთში – ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.