ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ანგარიში  

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ახალი სტატისტიკა ქვეყნდება.

ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, მკვეთრად არის გაზრდილი სამართალდამცავებისთვის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. მხოლოდ იანვრიდან დღემდე სავარაუდო მოძალადეებზე 5 000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული. მომავალი წლიდან ძალადობრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ანგარიშის პრეზენტაციას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად სამთავრობო უწყებებს შორის მეტ კოორდინაციას ითხოვენ.