ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრა

ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია გაიხსნა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა. საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე დღეს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოვა. დავით ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

ანა ბროლაძე დეტალებით.