ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნავალნის დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო
  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნავალნის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით, კერძოდ, დაკავებებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა), ასევე მე-5, მე-6 და მე-11 მუხლები.
  • „პუტინი ქურდია“ ამ სახელწოდებით ფლეშმობი ბურიატელმა მოსწავლეებმა წამოიწყეს. ბავშვებმა ეს სიტყვები სკოლის დაფაზე დაწერეს და ფოტო ინტერნეტით გაავრცელეს. ამჟამად ფოტოს სოციალურ ქსელში 2 ათასზე მეტი მოწონება აქვს. ციმბირელ მოწაფეებს შეუერთდნენ კრასნოიარსკის, კრასნოდარისა და ნიჟნი ნოვგოროდის სკოლის მოსწავლეებიც.