ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას არ თანხმდება და მინისტრის მიერ პირველ არხზე შეთავაზებულ დებატებზე უარს ამბობს.

თეა წულუკიანის მწვავე რეაქცია ომბუდსმენის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც ციხეებში არსებულ ვითარებას ეხება. ნინო ლომჯარია ღია ტიპის დაწესებულებებში კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს და წერს, რომ ციხეებში არაფორმალურ მმართველობას სისტემური ხასიათი აქვს. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ნინო ლომჯარია ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.

რამდენიმე მიმართულებით მძიმე შეფასებების გამო განცხადების შინაარსი განხილვის თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრშიც.