ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ანგარიში

ოჯახში და ქალზე ძალადობის შემთხვევები ბოლო ექვს თვეში მკვეთრად არის გაზრდილი. სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი აქტიური მიმართვიანობის მიუხედავად, განმეორებითი ძალადობრივი ქმედებისგან მისი დაცვა ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ვერ ხდება, ამიტომ იგეგმება პრევენციული ზომების გამკაცრება. მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემის გარდა, მასზე კონტროლი სხვა მექანიზმებითაც მოხდება.

დატოვე კომენტარი