ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა

კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს რატი იონათამიშვილი და სოფიო ხორგუანი დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხორგუანის განცხადება გახდა. ის იოთანამიშვილმა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. რაც შეეხება ანგარიშს, კომიტეტს დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა, ნიკო თათულაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, გასულ წელს, მუნიციპალიტეტებმა ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთი ღონისძიება ჩაატარეს. თათულაშვილის თქმით, შშმ პირებისთვის სპეციალური პაკეტი მოქმედებს, რაც სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს. ასევე 2025 წელს დაიწყო პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელი ამოქმედდა, რომელიც მოიცავს პრევენციულ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს, რისთვისაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 120 მილიონი ლარის ბიუჯეტი არის გათვალისწინებული. თათულაშვილის ცნობით, შშმ პირებისთვის ასევე განხორციელდა სარკინიგზო და საავიაციო ინფრასტრუქტურის ადაპტაციაც.