ადამიანის უფლებათა ცენტრის ბრიფინგი

მოქალაქე გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გარდაცვლილის დასთან, მარია სარქისიანთან ერთად ბრიფინგი გამართა.

როგორც ცენტრის იურისტი, დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა ცხრა პირი. დაკავებული კი მხოლოდ ხუთი პირია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, მუხლი გადააკვალიფიციროს და 108-ე მუხლიდან გამოძიება დაიწყოს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, განსაკუთრებით სისასტიკით ჩადენას გულისხმობს.

სარქისიანი 2018 წლის 12 ივლისს მოკლეს.