რა პრობლემები გამოიკვეთა პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობის მონიტორინგის შედეგად – საკითხები ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მის შუალედურ დასკვნაში ასახა.
კვლევაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კვლევის ავტორების ინფორმაციით მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობისას გამოიკვეთა რიგი ბუნდოვანებები. მათ შორის პროკურორების და საქმეების შერჩევაზე, ასევე, თუ რატომ ხდება სასამართლოს განაჩენის გარეშე ქონების დაბრუნება და რატომ არ ხდება 2012 წლის შემდეგ მსგავსი ტიპის დანაშაულებების გამოძიება.
ორგანიზაციის მიერ დასმულ საკითხებს შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნადარეიშვილი პასუხობდა.