ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გიორგი რურუას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში რამდენიმე არასამართლებრივი ქმედება გამოიკვეთა. ადამიანის უფლებათა ცენტრში საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობენ. მმართველ გუნდში კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები საქმის არასწორ ინტერპრეტირებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახდენენ.