ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს 240 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 38 ჟურნალისტი, თუმცა დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 აქვს მინიჭებული, – ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარადგინა.

მონაცემები 20-21 ივნისის მოვლენების სამართლებრივ ანალიზისს მოიცავს. იურისტების თქმით, ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, მათ შორის დაკავებების დროს დაფიქსირდა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება. ანგარიშში ასევე საუბარია აკრძალულ ტყვიებზე, რა კუთხითაც ავტორების აზრით გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. კვლევის საპასუხოდ პროკურატურაში განმარტეს, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.