ადამ კინზინგერის განცხადება - გამოხმაურება

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“ – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.