ადამ კინზინგერის განცხადება

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ონლაინპრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, ის რაც საქართველოში ნახა, შემაშფოთებელია.

საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს იმ პირობებში, როდესაც ნიკა მელიას, ფაქტობრივად, ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული, რაც კაპიტოლიუმზე თავდამსხმელს, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ის ამ შემთხვევაში არ საუბრობს იმაზე, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე სწორია თუ არ არის სწორი. ახლა მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვაა საჭირო, – აცხადებს ადამ კინზინგერი.