აცრები პაპილომა ვირუსზე

გოგონების შემდეგ პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ბიჭებისთვისაც უფასო ხდება.

10-დან 12-წლამდე მოზარდების აცრა უკვე დაწყებულია. პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. იმის გათვალისწინებით, რომ გოგონების შემთხვევაში პროგრამის სარგებლობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ექიმები ბიჭების მშობლებისგანაც პირველ ეტაპზე მიმართვის დაბალ მაჩვენებელს ელოდებიან. ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად სპეციალისტები საინფორმაციო აქტივობებს გეგმავენ და მოქალაქეებს დაავადების მძიმე შედეგებზე აფრთხილებენ.