აჭარული ნაქარგობა

აჭარის მუზეუმი მრავალფეროვან კოლექციებს მოიცავს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ეთნოგრაფიულ ფონდს უკავია. ეს ექსპონატები მუზეუმში სხვადასხვა დროს, ძირითადად, სამეცნიერო-ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად შეგროვდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა გამოჩენილი ქართველი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია. ამ კოლექციებში გამორჩეული ადგილი ქსოვილის დამზადების ტრადიციებს – კერძოდ, ნაქარგობას ეთმობა. ამ ნატიფი ხელობით, როგორც წესი, ქალები იყვნენ დაკავებულნი და ეს ცოდნა თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა.

 

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია