აჭარული ცეკვის მასტერკლასი

21:48, 30.07.2025

აჭარული ფოლკლორი და რეგიონისთვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული და სასიმღერო უნიკალური ტრადიციები – აჭარაში მოქმედმა ანსამბლმა სახელწოდებით „ხელგაშლილა“ აჭარული ცეკვის მასტერკლასები გამართა.

სამი დღის განმავლობაში ეთნო-ფოლკლორული ანსამბლი მომავალ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს აჭარულ ცეკვებს და წინაპრებისგან ნასწავლ ფოლკლორულ ნომრებს ასწავლიდა. „ხელგაშლილა“ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს აერთიანებს, რომლებიც უნიკალურ ილეთებს, რეგიონის სხვადასხვა მხარეში შემორჩენილ და ნაკლებად ცნობილ ცეკვებს და საკუთარ შემოქმედებას მომავალ თაობებს უზიარებენ.

მსგავსი