აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესი პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. 21 დეპუტატიდან მხოლოდ სამი მაჟორიტარი აირჩევა ექვსის ნაცვლა. ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს. სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ბურჯანაძე- დემორატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. ცვლილებებს საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება.