აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

15:32, 30.03.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა თანამოაზრეებს და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას „ქართული ოცნებიდან“ მოსთხოვეს თანამდებობიდან წასვლა, სიცრუეა. მისივე თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებიც არ დაუკონკრეტებია.

დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 2016 წლიდან. ბოლოს დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ აირჩია.

 

მსგავსი