აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია – თითქმის 10 წლიანი საქმიანობის შემდეგ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა.
რას უკავშირდება მიღებული გადაწყვეტილება – მიზეზები გაბაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თანამდებობის დატოვება მმართველი პარტიიდან მოსთხოვეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე პოსტიდან წასვლას სხვადასხვა შემოთავაზებას უკავშირებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
ვინ განიხილება ვაკანტურ პოსტზე და დაწყებულია თუ არა შიდა პარტიული კონსულტაციები – მერაბ წულუკიძე ბათუმიდან.