აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.
საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგა კენჭისყრაზე.
ცვლილებებს არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაბა“, რომელმაც სხდომათა დარბაზი დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია აჭარაში შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებას აპროტესტებს. მათ მოსაზრებას უმრავლესობის ერთი წევრიც იზიარებს.
მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი ბათუმიდან.