აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება

15:30, 04.07.2025

აჭარის უმაღლეს საბჭოში გახარიას პარტიის ორ წევრს, გოჩა გუგუნავასა და ირაკლი ბოლქვაძეს უფლებამოსილება შეუწყდა. ამის საფუძვლად სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა. მათი ადგილები, სურვილის შემთხვევაში, სიით მომდევნო წევრებს დაეთმობათ, რადგან პარტიას „გახარიას საქართველოსთვის“ სიები უმაღლეს საბჭოში არ ჩაუხსნია. საკითხი დღეს რიგგარეშე სესიაზე განიხილეს და მას „ქართული ოცნების“ 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი