აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება

15:20, 12.02.2025

პარლამენტის შემდეგ, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება აჭარის უმაღლესმა საბჭომაც შეუწყვიტა. საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ყაჯელს, გენადი თებიძესა და მირდატ ქამადაძეს. ისინი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, „დროას“ წარმომადგენლები არიან. მათ მანდატებზე უარი თავად თქვეს. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და აჭარის უმაღლეს საბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის განცხადებით ამ დრომდე არ მიუმართავს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობაზე ისინიც უარს აცხადებენ.

 

მსგავსი