აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ენმ-ის ბოიკოტით გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ბოიკოტით გაიხსნა. ქვეყნის საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მაჟორიტარული სისტემა ძალაში დარჩება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პროექტის განხილვებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა. უმაღლესმა საბჭომ პირველი მოსმენით აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კენჭისყრაში მხოლოდ უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ.