აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც წევრებმა უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, უმრავლესობის წევრებმა წარადგინეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, ცოტნე ანანიძე უმრავლესობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.
შეგახსენებთ, დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
მერაბ წულუკიძის ჩართვა ბათუმიდან #მოამბე