აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების განცხადება

აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამერიკის საელჩო ეხმიანება. საელჩო იწონებს ოდირის, ევროკავშირისა და გაერო-ს ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედიასაშუალების, ბოლოდროინდელ შეფასებებს.

საელჩოში იმედს გამოთქვამენ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში.