აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის სარჩელი

21:30, 24.06.2020

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი მენეჯმენტი წინა მენეჯმენტს პროკურატურაში უჩივის.

შესაბამისი განცხადებით საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ემზარ პაქსაძემ. მისი განცხადებით, პროკურატურისთვის  მიმართვის საფუძველი გახდა აუდიტორული კომპანია „კომპაუდის“ დასკვნა, რომელმაც 2017-2019 წლების პერიოდი შეისწავლა. საკითხზე კომენტარს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ამ ეტაპზე არ აკეთებს.

მსგავსი