აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ. აჭარის მაუწყებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მოსამზადებელი სხდომა უკვე გაიმართა.  მოსარჩელე მხარე ქარტიას ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ საუბარია 2020 წლის მონიტორინგის შედეგზე, რომლიც ქარტიის ვებგვერდზე განთავსდა.

მაუწყებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მონიტორინგში ფაქტები არასწორად იყო ასახული, რამაც მაუწყებლის რეპუტაცია შელახა. მაუწყებელი მორალური ზიანის ანაზღაურებას კომპენსაციით – სიმბოლურად ერთი ლარით ითხოვს და ასევე ითხოვს ქარტიის მხრიდან ფაქტების უარყოფას.

სარჩელს არ ეთანხმება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც თვლის, რომ მაუწყებელში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და ფაქტები, რომელიც მათ მონიტორინგში ასახეს, ობიექტურია და სიმართლეს შეესაბამება.

დატოვე კომენტარი