აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის განცხადება

18:43, 25.02.2026

აჭარის ტელევიზიის შენობა ავარიულია, დაზიანებულია შენობის ნაწილი და სახურავი.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თქმით, შენობაში არსებული ვითარება დამოუკიდებელმა ექსპერტმა კრიტიკულად შეაფასა. პირველადი კვლევების საფუძველზე, შენობაში ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშია. უსაფრთხოების მიზნით, გადაცემების ნაწილი დროებით შეჩერდება, შეუფერხებლად იმუშავებს მხოლოდ საინფორმაციო სამსახური.  შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.

 

მსგავსი