პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი წარადგინა – შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა და გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით აცნობა, თუმცა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. სამწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, დაკავებული პოსტიდან წავიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გრიგოლ ბესელიაც. შსს ოფიციალურ მიზეზად როტაციას ასახელებს.