აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების პროცედურა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს მომდევნო კვირას უყრიან. პატარაძე მინისტრთა კაბინეტთან ერთად 27 აპრილს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ნდობის გამოსაცხადებლად 11 ხმა საკმარისია, „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატი ჰყავს. პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მეორედ დაიკავებს. ის თანამდებობას 2016-18 წლებშიც იკავებდა.