აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას უნდა გამოუცხადოს ნდობა. დღესვე უმაღლესი საბჭო მთავრობის შემადგენლობასაც დაამტკიცებს, რომელსაც პატარაძე წარადგენს. დასამტკიცებლად მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას 11-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი, მმართველი გუნდი კი – 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ასე რომ, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს უპრობლემოდ დაამტკიცებენ, ზურაბ პატარაძე, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს საკუთარ ხედვებს წარუდგენს, სხდომამდე კი – მან სამოქმედო გეგმებზე საკომიტეტო მოსმენებზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძე აქამდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იგი მეორედ დაიკავებს. პირველად აჭარის მთავრობას 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა.