აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ზურაბ პატარაძეს მოუსმინეს. მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დეპუტატებს, კანონის თანახმად წელიწადში ერთხელ წარუდგენს. ზურაპ პატარაძე თანამდებობაზე თვენახევრის წინ დამტკიცდა, მან ისაუბრა განვლილ პერიოდზეც, თუმცა ანგარიშის ძირითადი ნაწილი, სამომავლო გეგმებს დაუთმო. ტურიზმი, ჯანდაცვა და სოციალური სფერო, კვლავ რჩება პრიორიტეტად. პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, განაცხადა, რომ იგეგმება ძველი და ახალი ბულვარის სრული რეაბილიტაცია და მისი დაკავშირება ახალი ხიდით გონიოსთან. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას საკმაოდ ამბიციური პროექტები აქვს და გუნდთან ერთად შეძლებს მის განხორციელებას, დეპუტატებმა შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით დაუსვეს, მათ შორის ბათუმში საპარკინგე სივრცის ნაკლებობასა და საცობებზე, ოპოზიციამ კი – მას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. ერთერთმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან დავით თედორაძემ, ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის კრიმინალია და მასზე საუბარი უნდა დასრულდეს, პატარაძემ კი განაცხადა, რომ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს შეფასებებისგან და პატივი სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას.