აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტთან ერთად უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წარდგა. ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს სამომავლო გეგმები და სამთავრობო პროგრამა გააცნო. ისაუბრა რეგიონის განვითარების მიმართულებებზე. აქცენტი გააკეთა რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებაზე. დაასახელა პრიორიტეტული მიმართულებები. პატარაძემ მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა. ნდობის გამოსაცხადებლად 11 დეპუტატის ხმა საკმარისია, „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში 13 წევრი ჰყავს.
პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას მეორედ დაიკავებს. პირველად ის ამ პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა.