აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზემო აჭარაში შეხვედრები გამართა

12:28, 23.06.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ყურადღება მაღალმთიანი აჭარის განვითარების პრიორიტეტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მთაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ხორციელდება. პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი