თორნიკე რიჟვაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი შეცვლის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ის პრემიერმა ცოტა ხნის წინ წარადგინა. 7-წლიანი საქმიანობის შემდეგ რიჟვაძემ თანამდებობა დღეს დატოვა და გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით აცნობა, რომელშიც მიზეზი დაკონკრეტებული არ არის, აქცენტი მხოლოდ სიახლის აუცილებლობაზე კეთდება. აჭარაში საკადრო ცვლილება მხოლოდ მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლით არ შემოიფარგლება. სამწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ დაკავებული პოსტიდან წავიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელიაც. შსს ოფიციალურ მიზეზად როტაციას ასახელებს.